ნოდარ ხადური – „სიტროენ ჯორჯიას“ საჩივარზე მოკვლევას ყველა ინფორმაციის მიღებამდე ვერ დავიწყებთ

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე დეკემბერი 15, 2017 12:01

ნოდარ ხადური – „სიტროენ ჯორჯიას“ საჩივარზე მოკვლევას ყველა ინფორმაციის მიღებამდე ვერ დავიწყებთ

კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის, ნოდარ ხადურის განცხადებით, სააგენტო კომპანია „სიტროენ ჯორჯიას“ საჩივართან დაკავშირებით მოკვლევას ყველა ინფორმაციის მიღებამდე ვერ დაიწყებს.

ამის შესახებ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, სააგენტოში საჩივარი 12 დეკემბერს შევიდა.

ნოდარ ხადურის განმარტებით, 13 დეკემბერს საჩივარი სააგენტომ გადაუგზავნა მხარეებს, რომლებსაც ეხებათ, რათა მათგანაც მიიღონ ინფორმაცია.

„ჩვენ გავუგზავნეთ წერილი “სიტროენ ჯორჯიას” და მოვითხოვეთ გარკვეული ინფორმაციის დაზუსტება. ეს სასამართლოს თემას ეხება, ვინაიდან სასამართლოდან მიმდინარეობს განხილვა და გვაინტერესებს. ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას მოკვლევის დაწყების შესახებ და პროცესი იქნება ძალიან საჯარო. მოკვლევა ვერ დაიწყება, სანამ ყველა ინფორმაციას ვერ მივიღებთ. მოკვლევის დაწყებისთვის ერთთვიანი ვადა გვაქვს და თუ მანამდე მივიღეთ ინფორმაცია მოპასუხე მხარეებისგან და თავად „სიტროენ ჯორჯიასგან“, შევეცდებით, უფრო ადრე დავიწყოთ მოკვლევა. პრემიერ-მინისტრთან ამ საკითხზე არ გვქონია საუბარი“, – განაცხადა ხადურმა.

კომპანია „სიტროენ ჯორჯია“, რომელიც გია გაჩეჩილაძის სიძეს, გიორგი შარაშიძეს ეკუთვნის, სახელმწიფო შესყიდვებისსააგენტოს უკანონო გადაწყვეტილებას ედავება და კარტელური გარიგებების არსებობაზე საუბრობს.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე დეკემბერი 15, 2017 12:01

Google სტატისტიკა


3,408
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics