ნოდარ ხადური: შევეხეთ პრობლემატურ საკითხებსაც, რომელიც ბიზნესს აქვს

ხადური

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური მიიჩნევს, რომ კონფერენციამ – “საქართველოს ეკონომიკა და ბიზნესგარემო – მიღწევები და გამოწვევები“ საინტერესოდ ჩაიარა.

მისივე თქმით, კონფერენციის -“საქართველოს ეკონომიკა და ბიზნესგარემო – მიღწევები და გამოწვევები“ ორგანიზატორები ორგანიზაცია “მოქალაქე”, “საქართველოს ბიზნეს ასოციაცია” და პარტნიორი ორგანიზაციები იყვნენ.

“შევეხეთ პრობლემატურ საკითხებსაც, რომელიც ბიზნესს აქვს. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იმიტომ, რომ ხელისუფლებამ გარკვეული ანგარიში წარადგინა ეკონომიკის მინისტრმა. მან გააკეთა ძალიან საინტერესო და ღრმა ანალიზი იმ პროცესების, რომელიც საქართველოში განხორციელდა, ისაუბრა პრობლემების გადაწყვეტისაკენ მიმართულ ნაბიჯებზე და ვფიქრობ, ასეთი შეხვედრები არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რათა ხელისუფლებისა და ბიზნესის ინტერესების თანხვედრა მოხდეს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქვეყნის ეკონომიკა განვითარდეს”,- განაცხადა ნოდარ ხადურმა.

banner
წინა სტატიაში„ეს ადამიანი „ქოცი“ ვერ გახადეს და ამიტომაც დევნიან!“ – კახური სკანდალი ჭურჭლის სარცხი ჟელესა და ტუალეტის ქაღალდის აკომპანიმენტით
შემდეგი სტატიაბრიტანეთის პარლამენტი მოკლული დეპუტატის გამო სპეციალურად შეიკრიბა