ნოდარ ხადური: სასამართლო დამოუკიდებელია და ხელისუფლება სასამართლოს გადაწყვეტილებებში არ მონაწილეობს

ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, სასამართლო დამოუკიდებელია და ხელისუფლება გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობას არ იღებს.

ხადურმა “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით განაცხადა, რომ სასამართლო დამოუკიდებელია და ნებისმიერი მხარის მიერ სასამართლოზე ზეწოლა დაუშვებელია.

“სასამართლო არის დამოუკიდებელი და მან ობიექტური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. დაუშვებელია ნებისმიერი მხარის მიერ სასამართლოზე ზეწოლა, მით უმეტეს, ხელისუფლების მიერ. ხელისუფლება არ იღებს მონაწილეობას სასამართლოს გადაწყვეტილებებში”, – განაცხადა ხადურმა.

სააპელაციო სასამართლომ “რუსთავი 2” – ის საქმეზე პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. გადაწყვეტილების თანახმად, ტელეკომპანიის წილების 60 % ქიბარ ხალვაშის მფლობელობაშია. 40 % კი კომპანია პანორამას, რომელიც ტელეკომპანიის ინფორმაციით, ასევე ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის.

 

banner
წინა სტატიაში(video) მერკელმა ერდოღანის კრიტიკის გამო ბუნდესტაგს ტაში დაუკრა
შემდეგი სტატია(+ვიდეო) ბონდარენკო მეგრელებს მეგრულად მიმართავს ნახეთ რა საყვარლად საუბრობს