ნოდარ ხადური : საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ ივლიან ევროპაში

ხადური

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ვიზალიბერალიზაციის საკითხზე კომენტარს აკეთებს. მისი განცხადებით, ქართულ მხარეს აღებული ვალდებულებები შესრულებული აქვს და არ არის დარჩენილი არცერთი საკითხი, რომელზეც კითხვის ნიშნები აქვთ ევროპელ კოლეგებს.

ხადურის განცხადებით, აღნიშნულ პროცესში რამდენიმე უწყება აქტიურად არის ჩართული, მათ შორის საქართველოს საგარეო საქმეთა, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები:

„უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ ჩვენ შესრულებული გვაქვს ყველა ის ვალდებულება და ამას აღნიშნავს აბსოლუტურად ყველა. არ არის დარჩენილი არც ერთი საკითხი, რომელზეც კითხვის ნიშნები აქვთ ჩვენს ევროპელ კოლეგებსა და მეგობრებს. პროცესები მიმდინარეობს, ასე რომ, დაველოდოთ პროცესების განვითარებას, საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ ივლიან ევროპაში“, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშითბილისის მოსახლეობას ხარისხიანი სასმელი წყალი მიეწოდება.
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით სტრასბურგს და ბრიუსელს ეწვევა