ნოდარ ხადური საფრანგეთში მომხდარი ტერაქტის გამო ფრანგ ხალხს სამძიმარს უცხადებს

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საფრანგეთში მომხდარი ტერაქტის გამო ფრანგ ხალხს სამძიმარს უცხადებს.

„შემზარავი ტერაქტი საფრანგეთის ქალაქ ნიცაში, ათეულობით დაღუპული და ასეულობით დაშავებული უდანაშაულო მოქალაქე – ეს არის ტრაგედია მთელი მსოფლიოსთვის, თავდასხმა ცივილიზებულ სამყაროზე და თითოეულ ჩვენგანზე.

გასულ ღამეს ტერორისტებმა საფრანგეთის ეროვნული დღესასწაული მსოფლიო ტრაგედიად აქციეს და ამისთვის ისინი სასტიკად უნდა დაისაჯონ! ტერორიზმი მსოფლიოს უდიდეს საფრთხედ იქცა, რომელსაც ერთიანი ძალებით, ხისტად და შეუწყნარებლად უნდა ვებრძოლოთ.

სამძიმარს ვუცხადებ ფრანგ ხალხსა და საფრანგეთის მთავრობას! ამ მძიმე წუთებში ჩვენ თქვენ გვერდით ვართ!“ – განაცხადა ნოდარ ხადურმა.

banner
წინა სტატიაშიმამაკაცი, რომელიც ნიცაში ხალხის მასაში სატვირთო ავტომობილით შევარდა, ლიკვიდირებულია
შემდეგი სტატია“ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ფრანგ ხალხს” – ნაციონალური მოძრაობა საფრანგეტში მომხდარ ტერაქტზე