ნოდარ ხადური : საპენსიო რეფორმის შედეგად დაგროვებული თანხის ინვესტირება მოხდება

ხადური

ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, საქართველოში საპენსიო რეფორმის შედეგად დაგროვებული თანხის ინვესტირება მოხდება, თუმცა უმნიშვნელოვანესია, რომ ეს იყოს დაბალრისკიანი პროექტები.

კითხვაზე, სად მიმართავს ფონდი საინვესტიციო რესურსს? ხადური აცხადებს, რომ “მენეჯმენტი მიიღებს გადაწყვეტილებას, თუმცა ცხადია, რომ სახელმწიფოს მონაწილეობა იქნება მაღალი”.

“ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, საქართველოში თანხის ინვესტირება მოხდება, მაგრამ უმნიშვნელოვანესია ის, რომ ეს იყოს დაბალრისკიანი პროექტები. შესაბამისად, შემდგომში, მენეჯმენტი მიიღებს გადაწყვეტილებას, თუმცა ცხადია, რომ სახელმწიფოს მონაწილეობა იქნება მაღალი”, – განაცხადა ხადურმა.

კითხვაზე, 2%-იანი ხარჯით, რომელიც ემატება სახელმწიფოს, რამდენი პროცენტით იზრდება ბიუჯეტში საპენსიო ხარჯები? ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ “სახელმწიფო ითვლის, რის შემდეგაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული”.

“ჩვენ ამას ვითვლით, ისე არ ვღებულობთ გადაწყვეტილებებს. ეს იქნება სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაცემული ხელფასების გარკვეული წილი, მაგრამ ამავე დროს, ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ თანადაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან არ იყოს ყველასათვის ერთნაირი. იყოს დიფერენცირებული, ვისაც მაღალი შემოსავალი აქვს, იქ შეიძლება, არ იყოს 2% და იყოს მეტი”, – განაცხადა ხადურმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველო დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლას იწყებს.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ქუმსიშვილი : რეგულაციის გარეშე ვერ ვახერხებთ მედიკამენტების ქვეყნის გარეთ გატანას
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე მთავრობას „ჩაანალიზებას“ სთხოვს