ნოდარ ხადური სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება

ხადური

საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის მდივნის თანაშემწის მოადგილეს, ქლეი ბერის (Clay Berry) შეხვდა.

მხარეებმა ისაუბრეს ეკონომიკური პოლიტიკის კუთხით საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ პარტნიორობასა და მომავალ თანამშრომლობაზე, აღინიშნა მზაობა სამომავლო მხარდაჭერასთან დაკავშირებით.

ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან ფინანსთა მინისტრის მოადგილე დავით ლეჟავა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მღებრიშვილი : ჩვენ დავასრულეთ ყველა “კანონიერი ქურდის” აღწერა
შემდეგი სტატიამანანა კობახიძე : თუკი რაიმე საყვედური და შენიშვნა ითქმის სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიმართ, მთლიანად ვიზიარებ პასუხისმგებლობას