ნოდარ ხადური: პრეზიდენტის სამუშაო პირობები მისი უფლებამოვალეობების ადეკვატური უნდა იყოს

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის სამუშაო პირობები ადეკვატური უნდა იყოს იმ უფლებამოვალეობებთან, რომელიც მას გააჩნია.

ამის შესახებ ხადურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„რასაკვირველია, პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს მუშაობისთვის შესაბამისი პირობები, მაგრამ ეს პირობები უნდა იყოს ადეკვატური იმ უფლებამოვალეობებთან, რომელიც მას გააჩნია“, – განაცხადა ხადურმა.

აღნიშნულთან დაკავშირებით მოკლე კომენტარი გააკეთა თბილისის მერმაც.

“პრეზიდენტი უნდა შესულიყო იქ, სადაც უნდა შესულიყო,” – აცხადებს დედაქალაქაის მერი დავით ნარმანია.

ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტს კანონის პატივისცემისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ გიორგი მარგველაშვილს ავლაბრის რეზიდენციის დატოვება მაინც მოუწევს.

banner
წინა სტატიაში“მემარცხენე ალიანსი” პარლამენტში საარჩევნო სისტემის ცვლილებების პროექტზე მუშაობის დაწყებას ითხოვს
შემდეგი სტატიანაციონალური მოძრაობის ინფორმაციით თბილისის ბიუჯეტი მცირდება