ნოდარ ხადური: ლარის კურსი დასტაბილურდება

ხადური

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის ინფორმაციით, ლარის კურსი დასტაბილურდება და საშუალოვადიან პერიოდში გამყარების ტენდენციას შეინარჩუნებს.

ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ კურსის ცვლილება ერთჯერადი ტრანზაქციებით იყო გამოწვეული.

“ეროვნულმა ბანკმა განცხადება გააკეთა, რომ გაცვლითი კურსის ცვლილება ერთჯერადი ტრანზაქციებით იყო გამოწვეული. ასე რომ, კურსი დასტაბილურდება და საშუალოვადიან პერიოდში გამყარების ტენდენციას შეინარჩუნებს”,- განაცხადა ნოდარ ხადურმა.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი გმობს ძალადობას ტრანსგენდერ მოქალაქეზე
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე: მიმართვის გავრცელება „ნაციონალური მოძრაობის“ იაფფასიანი კამპანიაა