ნოდარ ხადური კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარედ დაინიშნა

ხადური

ფინანსთა ყოფილი მინისტრი ნოდარ ხადური კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარედ დაინიშნა. პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შესაბამისი ბრძანება მთავრობის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.

მთავრობის ახალ შემადგენლობაში, ფინანსთა მინისტრის პოსტზე ნოდარ ხადური დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩაანაცვლა.

ნოდარ ხადურის დანიშვნამდე კონკურენციის სააგენტოს გიორგი ბარაბაძე ხელმძღვანელობდა.

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტუსკი: საქართველო იმსახურებს ვიზალიბერალიზაციის პროცესის დროულ და პოზიტიურ დასრულებას
შემდეგი სტატიაარასრულწლოვანი მსჯავრდებულების მონაწილეობით ამხანაგური მატჩი გაიმართა