ნოდარ ხადური : ჯანდაცვაში ჩვენ ნამდვილად გვაქვს მდგრადი პროგრესი და ამაზე დღეს არავინ დაობს

ჯანდაცვაში ჩვენ ნამდვილად გვაქვს მდგრადი პროგრესი და ამაზე დღეს არავინ დაობს, – ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ განუცხადა, სადაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და მსოფლიო ბანკის კვლევის პრეზენტაცია გაიმართა.

როგორც ნოდარ ხადურმა აღნიშნა, დღევანდელი ღონისძიების სულისკვეთებას კარგად წარმოაჩენს მისი სათაური „საყოველთაო ჯანდაცვის მდგრადი პროგრესი და საერთაშორისო შეფასება“.

„ჯანდაცვაში ჩვენ ნამდვილად გვაქვს მდგრადი პროგრესი და ამაზე არავინ დაობს დღეს. თუნდაც ის, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და მსოფლიო ბანკი ამბობენ, რომ საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში უზარმაზარ პროგრესს მიაღწია არის დასაფასებელი, მოსასმენი, თუმცა თავისთავად ცხადია, რომ ეს არ არის სტატიკური მდგომარეობა და ჩვენ, მთავრობამ, ჯანდაცვის წრეებმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს პროგრესი იყოს მუდმივი, უმჯობესდებოდეს მუდამ ის სფერო, რომელსაც ასეთი დიდი მნიშვნელობა აქვს თითოეული ადამიანის ცხოვრებისთვის“, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.

banner
წინა სტატიაშიარასამთავრობო ორგანიზაციები ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებუბების შესრულების შესახებ მსჯელობენ
შემდეგი სტატიადავით ლეჟავა მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, კრისტოფ ბეიერს შეხვდა