ნოდარ ხადური აზიის საინვესტიციო ბანკის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) პირველ ყოველწლიურ შეხვედრას ესწრება, რომელიც   პეკინში იმართება.

საქართველო აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი ქვეყანაა. დღეს, მმართველთა საბჭომ კორეის რესპუბლიკის მხრიდან მმართველი, კორეის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი, სტრატეგიისა და ფინანსთა მინისტრი იოო ილ ჰო (Yoo Il Ho) საბჭოს თავმჯდომარედ, ხოლო საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური თავმჯდომარის მოადგილედ აირჩია. მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ, ასევე, არჩეულია გაერთიანებული სამეფოს ფინანსთა მინისტრი, მმართველი გაერთიანებული სამეფოს მხრიდან ჯორჯ ოსბორნი (George Osborne).

საქართველოს მხრიდან აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მმართველი ნოდარ ხადური ბანკის პრეზიდენტთან ბატონ ძინ ლიცუნთან (Jin Liqun) შეხვედრას გამართავს, რომელზეც საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაზე ისაუბრებენ.

banner
წინა სტატიაში“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობა გაიმართება
შემდეგი სტატიაპუშკინის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტება