ნოდარ ჯავახიშვილი: ვანო მერაბიშვილი სიცოცხლის ბოლომდე ციხეში უნდა იჯდეს

ვანო მერაბიშვილი სიცოცხლის ბოლომდე ციხეში უნდა იჯდეს, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა, ვანო მერაბიშვილის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„როგორ გგონიათ, ინფრასტრუქტურის მინისტრი იმით უნდა იყოს დაკავებული, ვინმე ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ დაიწყება თუ არა გამოძიება?“, – მიმართა ჯავახიშვილმა ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, ვანო მერაბიშვილი სიცოცხლის ბოლომდე ციხეში უნდა იჯდეს.

“ვანო მერაბიშვილი ციხეში იჯდება თუ არა, ეს არც არაფორმალურ მმართველობაზე მიუთითებს და არც რაიმე ადამიანის უფლებების დარღვევაზე. ვანო მერაბიშვილი გარეთ როცა იყო, მაშინ იყო დარღვეული ადამიანის უფლებები. ვანოს გვერდით უნდა იჯდეს უამრავი მისი ძმა და მეგობარი”, – განაცხადა ჯავახიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიალეკო ელისაშვილი საბურთალოზე-14 სართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს
შემდეგი სტატია“თავისუფალი დემოკრატები” განცხადებას ავრცელებენ