ნოდარ ჯავახიშვილი : წინასაარჩვნოდ “ტვინები ცხელდება” და ძალიან ბევრ საინტერესო განცხადებას მოისმენთ

news
ავტ.: news სექტემბერი 16, 2016 18:12

ნოდარ ჯავახიშვილი : წინასაარჩვნოდ “ტვინები ცხელდება” და ძალიან ბევრ საინტერესო განცხადებას მოისმენთ

“ნუ გაგიკვირდებათ, წინასაარჩევნოდ “ტვინები ცხელდება” და ძალიან ბევრ საინტერესო განცხადებას მოისმენთ, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა ჟურნალისტების იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერის პაატა ბურჭულაძის განცხადებას ეხებოდა, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთის უშიშროებასთან ერთად მოქმედებს.

„მე არასოდეს არ მქონია, საბჭოთა კავშირში ვიცხოვრე ნახევარი ჩემი ცხოვრება და მაშინაც კი არ მქონია საბჭოთა კავშირის სპეცსამსახურებთან ოდნავი შეხებაც კი. ახლა შეიძლება ვინმემ დამაბრალოს ეს?” – აცხადებს ნოდარ ჯავახიშვილი.

რაც შეეხება მმართველი გუნდის განცხადებებს, რომ სატელეფონო საუბრის გამოქვეყნება ნიკა გვარამიასა და „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს ემსახურებოდა, ნოდარ ჯავახიშვილი ფიქრობს, რომ ამ მხრივ მმართველი გუნდის მხრიდან კორექტული განცხადება გაკეთდა.

„ვფიქრობ, რომ ძალიან კორექტული განცხადება გაკეთდა და მეც ვეთანხმები, რომ ეს არის რასაკვირველია „ნაციონალური მოძრაობის „ინტერესებში” – განაცხადა – ნოდარ ჯავახიშვილმა.

news
ავტ.: news სექტემბერი 16, 2016 18:12

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


13,068
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics