ნოდარ ჯავახიშვილი : შვეიცარიის შემდეგ მე-5 ადგილზე ყოფნა ნებისმიერი ქვეყნისთვის საამაყო იქნებოდა

შვეიცარიის შემდეგ მე-5 ადგილზე ყოფნა ნებისმიერი ქვეყნისთვის საამაყო იქნებოდა, – ასე გამოეხმაურა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი „ფრაზერის ინსტიტუტის” მიერ გამოქვეყნებული ”მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველოს მე-5 ადგილზე ყოფნას.

როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ნოდარ ჯავახიშვილმა განაცხადა, თავისუფლების ინდექსში საქართველოს მე-5 ადგილზე ყოფნა ძალიან კარგი შედეგია.

„ვფიქრობ, შვეიცარიის შემდეგ მე-5 ადგილზე ყოფნა ნებისმიერი ქვეყნისთვის საამაყო იქნებოდა. ჩვენთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან შვეიცარიას არ სჭირდება იმდენი ინვესტორი, იმდენი საინვესტიციო რესურსი, ჩვენ კი ახლა ამ გრანდიოზული პროგრამების შესრულების პროცესში ძალიან დაგვიჭრდება ეს. ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი მახასიათებელია, რათა ინვესტორი თავისუფლად, ზედმეტი ფიქრის და დარდის გარეშე ჩამოვიდეს საქართველოში. როდესაც პრემიერმა ამაზე განცხადება გააკეთა, მე ნახევრად ხუმრობით გავუსვი ხაზი ძალიან მჯერა ამ საერთაშორისოდ აღიარებული ინსტიტუტისა, თუმცა ძალიან გამიკვირდა, როდესაც ბრძანა, რომ 2012 წელს, როდესაც 53-ე ადგილზე ვყოფილვართ, მაშინ ბიზნესში ვიყავი და ძალიან კარგად ვიცი, რომ 530-ე ადგილსაც ვერ ვიკავებდით მაშინ ობიექტურად“, -განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბათუმის მერია დატბორვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატია“ჩვენ ამ მემორანდუმს ხელს არ ვაწერთ” – შალვა ნათელაშვილი “ქართული ოცნების” შეთავაზებას პასუხობს