ნოდარ ჯავახიშვილი: ქვეყნის უსაფრთხოებაზე აღმასრულებელი ხელისუფლება პრეზიდენტზე ექფექტურად იმსჯელებს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, ქვეყნის უსაფრთოხებაზე აღმასრულებელმა ხელისუფლებამ უნდა იმსჯელოს.

ნოდარ ჯავახიშვილის აზრით ტერორისტულ აქტებთან ბრძოლას მსოფლიომ ცოტა სხვა კუთხითაც უნდა შეხედოს.

“არ მიფიქრია იმაზე, კრიზისების საბჭო უფრო გადაწყევტს ქვეყნის უსაფრთხოების პრობლემას, თუ უშიშროების საბჭო. პრინციპული არ არის, რომელ სტრუქტურაში იქნება ეს. მთავარია, ვის რისი გაკეთება შეუძლია. ვფიქრობ და დღესაც მქონდა ამაზე საფრანგეთის ელჩათან მსჯელობა, რომ ტერორისტულ აქტებთან ბრძოლას მსოფლიომ ცოტა სხვა კუთხითაც უნდა შეხედოს. ძალისმიერი მეთოდით ამ პრობლემის მოგვარებას აზრი არ აქვს”, – განაცხადა ჯავახიშვილმა.

კითხვაზე, უკეთესი იქნება, რომ პრეზიდენტის ხელმძღვანელობით მოხდეს ამ საკითხებზე მსჯელობა, თუ კრიზისების საბჭო უფროა კომპეტენტური ამაში, ჯავახიშვილი აცხადებს, რომ პრობლემებზე აღმასრულებელმა ხელისუფლებამ უნდა იმსჯელოს.

“ვფიქრობ, აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურობით უნდა მოხდეს ამ პრობლემებზე მსჯელობა, რადგან გადაწყევტილების მიღება და პასუხიმსგებლობა სწორედ აღმასრულებელ ხელისუფლებას აქვს”, – განაცხადა ჯავახიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომა 18 ნოემბრისთვის დანიშნა. ნოემბერში დანიშნულია ასევე უშიშროების საბჭოს სხდომაც.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა სირიაში მორიგი იერიში მიიტანა
შემდეგი სტატიაირაკლი ალასანია: ეს არის თავდასხმა თავისუფალი ცხოვრების წესზე