ნოდარ ჯავახიშვილი: ხელისუფლება ცოცხალი ორგანიზმია და ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს ცვლილება

საკადრო ცვლილებებზე არაფერი მსმენია, თუმცა ეს ინფორმაცია შეიძლება გავრცელდეს ნებისმიერ დროს, – განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ნოდარ ჯავახიშვილი თქმით, ხელისუფლება ცოცხალი ორგანიზმია და ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს რაღაცა ცვლილება.

“ხელისუფლებები მიდიან, მოდიან, პიროვნებებიც და ჯგუფებიც. ქვეყანა ვითარდება და მიდის წინ. როგორც კი ნებისმიერი ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი წარმოიდგენს, რომ მის გარეშე ქვეყანა დაიქცევა, უკვე დაღუპულია ქვეყანა. ამიტომ, მე არ ვფიქრობ, რომ „რესპუბლიკელები“ ფიქრობენ ასე, ან „რესპუბლიკელების“ გარეთ ხელისუფლების ჯგუფი, ან სხვაადამიანები”, – განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მხოლოდ „რესპუბლიკელების“ გადასაწყვეტია, დატოვებენ თუ არა ისინი დაკავებულ თანამდებობებს.

banner
წინა სტატიაში“პოლიტიკას დაანებონ თავი და ოჯახებს მიხედონ ჯობია მაგათთვის”- თოფაძე “რესპუბლიკელებზე”
შემდეგი სტატიასოსო ჯაჭვლიანი: მამიდაჩემი უპატიოსნესი ქალია და მოუარონ თავიანთ მამიდებს