ნოდარ ჯავახიშვილი – მე დეპუტატობას არ ვაპირებ

მოგვიწევს ალბათ თუნდაც დროებით მაგრამ მაინც ამ გზის აღდგენა

რატომ თვლით, რომ დილიდან საღამომდე საარჩევნო სიებზე ვმუშაობ? – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა ჟურნალისტებს სიების ფორმირებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ განუცხადა.
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პირადად ის დეპუტატობას არ აპირებს.
”რატომ თვლით, რომ საარჩევნო სიებზე ვმუშაობ დილიდან საღამომდე. მინისტრებთან რატომ იქნება კონსულტაცია, როცა არსებობს პარტია? მე არაერთგზის გითხარით, რომ არ ვაპირებ დეპუტატობას”, – განაცხადა ჯავახიშვილმა.
რაც შეეხება არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით შექმნილ სიტუაციას, ჯავახიშვილის თქმით, პრემიერ-მინისტრმა აღიარა, რომ იყო კოორდინაციის პრობლემა.
”შეიძლება კიდევაც შეიცვალოს ეს და რატომ იქნება ეს დაპირისპირება?! მე ვფიქრობ, რომ ეს იყო შეთანხმებული მოქმედება, უბრალოდ პრემიერ-მინისტრმა აღიარა, რომ იყო რაღაც კოორდინაციის პრობლემა”, – განაცხადა ჯავახიშვილმა.

banner
წინა სტატიაში“არაკომპეტენტურები არიან,” – სერგო რატიანი პრემიერსა და პრეზიდენტს აკრიტიკებს
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი – წინასაარჩევნო კამპანიის ხუთი თვით ადრე დაწყება არაადეკვატურია