ნობელის პრემია ფიზიკაში სამ ბრიტანელ მეცნიერს მიენიჭა

ფიზიკაში ნობელის პრემიის ლაურეატი სამი ბრიტანელი მეცნიერი დევიდ ტაულესი, მაიკლ კოსტერლიტსი და დინკან ჰელდანი გახდნენ – ნობელის კომიტეტის საიტზეა განთავსებული.
კომიტეტის წევრების თქმით, მკვლევარებმა მეცნიერების ამ დარგის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს ე.წ. უცნაური მატერიების შესწავლით.
სამი მეცნიერი პრემიას, 930 ათას დოლარს ერთმანეთში გაიყოფს.
1901 წლიდან ფიზიკის დარგში 200-მა ფიზიკოსმა აიღო ნობელის პრემია.
როგორც წლევანდელი კომიტეტის განცხადებაშია ნათქვამი, მიმდინარე წლის ლაურეატებმა უცნობი სამყაროს კარები შეაღეს – ამ საიდუმლოებით სავსე სამყაროში მატერია უცნაური ფორმებით შეიძლება არსებობდეს.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე გახდა
შემდეგი სტატიაქარიშხალი “მეთიუ” ჰაიტის სანაპიროს დაატყდა თავს