ნობელის პრემია მშვიდობის დარგში მსჯავრდებულ ირანელ უფლებადამცველს ნარგეს მოჰამადის გადაეცა

2023 წლის ნობელის პრემია მშვიდობის დარგში მსჯავრდადებულ ირანელ უფლებადამცველს, ნარგეს მოჰამადის გადაეცა. ამის შესახებ ნობელის ფონდი იუწყება.

„ქალი – ის ქალებისთვის იბრძვის სისტემატური დისკრიმინაციისა და ჩაგვრის წინააღმდეგ.

ცხოვრება – ის მხარს უჭერს ქალთა ბრძოლას სრული და ღირსეული ცხოვრების უფლებისთვის. ირანში ამ ბრძოლას დევნა, პატიმრობა, წამება და სიკვდილიც კი მოჰყვა.

თავისუფლება – ის იბრძვის გამოხატვის თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობის უფლებისთვის, ასევე წესების წინააღმდეგ, რომლებიც ქალებს ავალდებულებს დარჩნენ მხედველობის მიღმა და დაიფარონ თავიანთი სხეული. აქციის მონაწილეების მიერ გამოთქმული თავისუფლების მოთხოვნები ეხება არა მარტო ქალებს, არამედ მთელ მოსახლეობას…

ნორვეგიის ნობელის კომიტეტს მისი წლევანდელი მშვიდობის ნობელის პრემიის მინიჭებისას სურს პატივი მიაგოს მის გაბედულ ბრძოლას ირანში ადამიანის უფლებების, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ირანის რეჟიმმა ნარგეს მოჰამადი 13-ჯერ დააკავა, ხუთჯერ დამნაშავედ ცნო და 31 წლით თავისუფლების აღკვეთა და 154 ჩარტყმა მიუსაჯა.

ამჟამად ის ციხეშია.

banner
წინა სტატიაშიიმპიჩმენტი პარლამენტში დამოკიდებულია იმაზე, „ქოცები“ რამდენს გადაიხდიან, მაგრამ ვუყურე კობახიძის შემაჯამებელ სიტყვას, მომეჩვენა, რომ მონდომებული არ არიან, ბევრი გადაიხადონ – ხვიჩია
შემდეგი სტატიაISW: უკრაინული ძალები ანდრიივკას, რაბოტინოსა და ვერბოვოს მახლობლად დაწინაურდნენ