ნობელის მშვიდობის პრემია ვენესუელის ოპოზიციონერ ლიდერს, მარია კორინა მაჩადოს გადაეცა, რომელიც ამ დროისთვის ნიკოლას მადუროს რეჟიმს ემალება.
ნობელის კომიტეტმა განაცხადა, რომ მაჩადოს პრემია “მზარდ სიბნელეში დემოკრატიის ალის შენარჩუნების გამო” გადასცეს.
“მისი დაუღალავი შრომისთვის, რომელიც ვენესუელელი ხალხისთვის დემოკრატიულ უფლებების უჭერს მხარს და მისი ბრძოლისთვის, რათა მიღწეული იყოს დიქტატურიდან დემოკრატიაში სამართლიანი და მშვიდობიანი გადასვლა.” – წერს ნორვეგიული ნობელის კომიტეტი.

















