ნიჟნი ნოვგოროდი-სოხუმის პირველი ავიარეისი კინაღამ ჩაიშალა

30 წლის განმავლობაში პირველი ავიარეისი ნიჟნი ნოვგოროდიდან ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ლამის ჩაიშალა. მიზეზი, სავარაუდოდ, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემებია.

საბოლოოდ გადაწყდა, რომ პირველი ავიარეისი ნაცვლად დაგეგმილი 17:50-სა (მოსკ.დრო), ნოვგოროდიდან ორი საათის დაგვიანებით აფრინდება.

ავიაკომპანია “იკარის” რეის EO-1297-ს Embraer 190 შეასრულებს.
შეგახსენებთ, რეისის შესაძლებელი გახდა რუსეთის მხრიდან სუბსიდირების შედეგად, რითაც კრემლმა მხარი დაუჭირა რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ტურიზმის განვითარებას.
თავდაპირველად მგზავრები ბილეთის ფასს აპროტესტებდნენ, რადგან მიაჩნდათ, რომ ის ძვირია.

ასევე შეგახსენებთ, იმის გამო, რომ სოხუმის აეროპორტი წლების განმავლობაში არ ფუნქციონირებდა, ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ავიარეისები 30 წელზე მეტია, არ შესრულებულა.

banner
წინა სტატიაშითიბისი აგრობიზნესისთვის – ჯუნო ჩიბურდანიძის ცხვრის ფარა- როგორ იქცა ოჯახური ტრადიცია წარმატებულ ფერმად
შემდეგი სტატიაბოკუჩავა: მეგობარი აქტის მიღება არის ძალიან მკაცრი გაფრთხილება ივანიშვილისთვის – ის ან დათმობს ხელისუფლებას, ან მიიღებს უმძიმეს სანქციებს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისგან