ნიუ-ჯერსიში პოლიციამ ხუთი ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინა

პოლიციამ ნიუ-ჯერსის ქალაქ ელიზაბეთში, სადგურის მახლობლად ზურგჩანთა აღმოაჩინა, რომელშიც ხუთი ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა იდო. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ამერიკულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. ერთ-ერთი ასაფეთქებელი მოწყობილობა გაუვნებელყოფის მცდელობის დროს ამოქმედდა. გამნაღმველები დისტანციურად მართვადი რობოტის საშუალებით მუშაობდნენ, ამგვარად აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა.

ქალაქის მერის ქრისტიან ბოლუეიჯის თქმით, საეჭვო ჩანთა სადგურსა და ბარს შორის მდებარე ურნასთან იდო. მერი არ გამორიცხავს, რომ ზურგჩანთის მეპატრონეს ბომბები სხვა ადგილას მიჰქონდა, თუმცა პოლიციის დანახვისას გადაწყვიტა, ჩანთა დაეტოვებინა.

ტელეკომპანია NBC-ის ცნობით, აღმოჩენილი ასაფეთქებელი მოწყობილობები მანჰეტენზე ამოქმედებული ბომბის იდენტური იყო, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა.

banner
წინა სტატიაშიპაატა ბურჭულაძის პარტია ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა დატოვეს
შემდეგი სტატია„ყველა პირველკურსელს ვთხოვ, არ ჩააგდოთ მოქალაქეობრივი გამოცდა – აუცილებლად მიდით არჩევნებზე!“