ნიუ-იორკთან მდებარე ატომურ ელექტროსადგურზე გაჟონვა მოხდა

ნიუ-იორკთან მდებარე ატომურ ელექტროსადგურზე გაჟონვა მოხდა

ატომურ ელექტროსადგურ Indian Point-თან მდებარე გრუნტის წყლებში რადიოაქტიური ნივთიერებები იქნა აღმოჩენილი – ამის შესახებ ნიუ-იორკის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ განაცხადა.
კუომოს თქმით, წყლის სინჯებში ტრიტიუმი იქნა აღმოჩენილი, მაგრამ მისივე მტკიცებით, აღნიშნული პრობლემა ადამიანის ჯანმრთელობაზე არ იმოქმედებს. მან ასევე განაცხადა, რომ ინციდენტის გამოძიება დაწყებულია.
თვითონ ელექტროსადგურის წარმომადგენლები, ჯერჯერობით, აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

banner
წინა სტატიაშიარაბთა გაერთიანებული საამიროები მზად არის სირიაში საკუთარი შენაერთები გააგზავნოს
შემდეგი სტატიაეკვადორის პრეზიდენტმა ერდოღანის დაცვა გააკრიტიკა