ნიუ-იორკში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით 28 წლის აჰმად ხან რაჰამიზე ძებნა გამოცხადდა

აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ნიუ-იორკში მომხდარ აფეთქებსთან დაკავშირებით 28 წლის აჰმად ხან რაჰამიზე ძებნა გამოაცხადა. ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტმა ეჭვმიტანილის ფოტო გამოაქვეყნა. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა კი მოკლე ტექსტური შეტყობინება მიიღეს თხოვნით, თუ აღნიშნული პიროვნების შესახებ რამე ინფორმაცია მოეპოვებათ, სამართალდამცველებს აცნობონ.

აჰმად ხან რაჰამი წარმოშობით ავღანელი აშშ-ის მოქალაქეა. პოლიცია მოსახლეობას აფრთხულებს, რომ ეჭვმიტანილი სავარაუდოდ შეიარაღებული და საშიშია.

ამასთან, სამართალდამცველების ინფორმაციით, უკანასკნელად აჰმად ხან რაჰამი ნიუ-ჯერსის ქალაქ ელიზაბეთში ნახეს, სადაც ცოტა ხნის წინ ხუთი ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს. ბომბები ნიუ-იორკში ამოქმედებული ასაფეთქებელი მოწყობილობის მსგავსი იყო.

მანჰეტენის ჩელსის რაიონში მომხდარი აფეთქების შედეგად 29 ადამიანი დაშავდა. მოგვიანებით, შემთხვევის ადგილის მახლობლად კიდევ ერთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი რუხაძე: აღარც ლიდერი ხარ, აღარც პარტიაზე ზრუნავ და საქმე გაქვს კატასტროფულად ცუდად
შემდეგი სტატიამიხეილ მაჭავარიანი: სიმბოლურია, რომ ივანიშვილის საყვარელი მინისტრი ხადურია