ნიუ-იორკში მექსიკელი ნარკობარონის სასამართლო პროცესი დაიწყება

ხოაკინ გუსმანის, მეტსახელად “ელ-ჩაპოს” სასამართლო პროცესისთვის აშშ-ს მთავრობამ დაცვა გააძლიერა. პროცესი ორშაბათს ჟიურის შერჩევით დაიწყება. უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია, მათ შორის, არ ცხადდება ჟიურის წევრების სახელები და გვარები. შესავალი განცხადება 13 ნოემბერს გაკეთდება.

მექსიკამ გუსმანი აშშ-ს 2017 წელს გადასცა. მას შემდეგ ის მარტოდმარტოა კამერაში ნიუ-იორკის ფედერალურ ციხეში.
ელ-ჩეპოს ნაკოტიკებით ვაჭრობის ორგანიზებაში ბრალი არ უღიარებია, გარდა ამისა, მას ფულის გათეთრება და ადამიანების გატაცება ედება ბრალად აშშ-ს ქალაქებში, მათ შორის, ჩიკაგოში, მაიამისა და ნიუ-იორკში. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას სამუდამო პატიმრობა ელოდება – ამერიკული მედია წერს.

banner
წინა სტატიაშიტრამპმა განაცხადა, რომ Google, Facebook-ი და Amazon-ი ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობას არღვევენ
შემდეგი სტატიამასკმა ლოს-ანჯელესის გვირაბში გაისეირნა და თქვა, რომ მას ერთ თვეში გახსნის (ვიდეო)