ნიუ-იორკში ერთი ვედრო ოქროს მომპარავი, ეკვადორში დააკავეს

ეკვადორში დააპატიმრეს მამაკაცი, რომელიც ნიუ-იორკში საინკასაციო ბრონირებული მანქანიდან ერთი ვედრო ოქროს მოპარვაშია ეჭვმიტანილი. 36 კილო ოქროს ღირებულება 1,6 მილიონი დოლარია. მოპარული ოქრო ჯერჯერობით ნაპოვნი არ არის. 53 წლის დაკავებულის ადვოკატები ირწმუნებიან, რომ დანაშაულის მომენტში მათი დაცვის ქვეშ მყოფი ნიუ-იორკში არ იმყოფებოდა.
გამოძიების ვერსიით, დანაშაული დაგეგმილი არ ყოფილა და ის შემთხვევით მოხდა.

banner
წინა სტატიაშიავტოსაგზაო შემთხვევა ფოთში – ავარიას 29 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა
შემდეგი სტატიაპაკისტანის ბაზარში აფეთქებას მინიმუმ 20 ადამიანი შეეწირა