ნიუ-იორკში ძლიერი აფეთქების შედეგად 29 ადამიანი დაშავდა

ნიუ-იორკში, ქვემო მანჰტენის ჩელსის რაიონში ძლიერი აფეთქება მოხდა. გამოცემა The New York Times-ის ინფომრაციით, დაშავებულია სულ მცირე 29 ადამიანი, ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

აფეთქება ადგილობრივი დროით 21 საათზე მოხდა. ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები, მეხანძრეები და გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლები.

ნიუ-იორკის მერმა ბილ დე ბლაზიომ განაცხადა, რომ აფეთქება დიდი ალბათობით დაგეგმილი ქმედება იყო. ამასთან, დე ბლაზიოს თქმით, ჯერ არ არის საფუძველი, რომელიც მომხდარს ტერაქტთან დააკავშირებდა.

დაუდასტურებელი ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ურნაში იყო ჩადებული. პოლიციის ინფორმაციით, აფეთქების ადგილის მახლობლად აღმოჩენილია კიდევ ერთი საეჭვო ნივთი, სავარაუდოდ ასაფეთქებელი მოწყობილობა.

მომხდარიდან რამდენიმე საათით ადრე გავრცელდა ინფორმაცია ნიუ-ჯერსიში ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედების შესახებ. ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ბილ დე ბლაზიოს თქმით, ამ ორ ინციდენტს შორის კავშირი არ არის.

banner
წინა სტატიაშიდღეს რუსეთში არჩევნები ტარდება
შემდეგი სტატიაშსს-მ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო