ნიუ-იორკში დუბაის თვითმფრინავი კარანტინზე გადაიყვანეს – სავარაუდოდ, მგზავრები საჭმლისგან მოიწამლნენ

ნიუ-იორკში თვითმფრინავი, რომელიც დუბაიდან მოფრინავდა, კარანტინზე გადაიყვანეს.  ადგილობირვი მედიის ინფორმაციით, ფრენის დროს მგზავრები ცუდად გახდნენ.

Emirates-ის თვითმფრინავი Airbus A380 ჯონ კენედის აეროპორტში 5 სექტემბერს დილის 9 საათზე დაფრინდა-თვითმფრინავს ადგილზე  დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის თანამშრომლები დახვდნენ.

CBS New York-ის ცნობით, 500 მგზავრიდან ასი შეუძლოდ გახდა, მათ შორის,ეკიპაჟის წევრები.

ავიაკომპანიის ინფორმაციით, სავარაუდოდ, ისინი საჭმელმა მოწამლა.

banner
წინა სტატიაშიფეხბურთელი, რომელმაც ამერიკის ჰიმნს იგნორირება გაუკეთა, Nike-ს სახე გახდა
შემდეგი სტატიაუკრაინამ ყირიმში ვიზიტის გამო გერმანელ დეპუტატზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა