ნიუ-იორკის უმსხვილეს მეტროსადგურში ევაკუაცია მოხდა

აშშ-ში, მანჰეტენის მეტროსადგურში ნაპოვნი ორი საეჭვო ნივთი, რომლის გამოც ევაკუაცია მოხდა, ფეთქებადსაშიში არ აღმოჩნდა – ადგილობრივმა პოლიციამ გაავრცელა – “ამერიკის ხმა” წერს. სადგურ “ფულტონ-სტრითზე” ოპერაციაში გამნაღმველები მონაწილეობდნენ – “ტვიტერში” ნიუ-იორკის პოლიციის ტერორიზმის დეპარტამენტის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ჯეიმს უოტერსმა გაავრცელა. უოტერსმა ნაპოვნი ნივთების ფოტოები გამოაქვეყნდა, რომელიც ყავის მადუღარებს გავდა.

2017 წელს, ნიუ-იორკში, პიკის საათში თვითმკვლელმა ტერორისტმა მეტრო “თაიმს სკვერში” თავი აიფეთქა.

banner
წინა სტატიაშიფხენიანმა ორი ბალისტიკური რაკეტის გამოცდა მოაწყო
შემდეგი სტატიაგომთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა