ნიუ-იორკის აფეთქების მოწყობაში ეჭვმიტანილს ახალი ბრალდებები წაუყენეს

აშშ-ის პროკურატურამ ნიუ-იორკის ჩელსის რაიონში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით დაკავებულ აჰმად რაჰამის ახალი ბრალდებები წაუყენა. ნიუ-იორკსა და ნიუ-ჯერსიში ადამიანების მკვლელობის მცდელობის გარდა, მას ბრალი ედება მასობრიი განადგურების იარაღის გამოყენებასა და საკუთრების განადგურებაში.

თავად რაჰამი საავადმყოფოში იმყოფება, ის პოლიციასთან ორმხრივი სროლის დროს დაიჭრა.

17 სექტემბერს ჩელსის რაიონში მომხდარი აფეთქების შედეგად 29 ადამიანი დაშავდა. ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორმა მომხდარი ტერაქტად შეაფასა. გამოძიების ცნობით, წარმოშობით ავღანელმა, აშშ-ის 28 წლის მოქალაქემ აჰმად რაჰამიმ ნაგვის ურნებში ორი ასაფეთქებელი მოწყობილობა მოათავსა, თუმცა მათგან ერთ-ერთი არ ამოქმედდა.

მოგვიანებით პოლიციამ ნიუ-ჯერსიში ხუთი ანალოგიური ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინა.

გამოძიებისთვის ჯერჯერობით უცნობი, აქვს თუ არა რაჰამის რომელიმე ჯიჰადისტურ დაჯგუფებასთან კავშირი.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი : ჩვენ უნდა ვისწავლოთ ჩვენი ქვეყნის მართვა
შემდეგი სტატიასააპელაციო სასამართლოში ე.წ. კაბელების საქმეს განიხილავს