ნიუ-იორკის აფეთქებაში ეჭვმიტანილი დააკავეს

12ნიუ-იორკში მომხდარ აფეთქებასთან კავშირში ეჭვმიტანილი აჰმად ხან რაჰამი პოლიციამ ნიუ-ჯერსის ქალაქ ლინდენში დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ამერიკულ მედიაზე დაყრდნობით ავცელებს. ლინდელი ქალაქ ელიზაბეთის მახლობლად მდებარეობს, სადაც დღეს ხუთი ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს.

ეჭვმიტანილი პოლიციასთან ორიმხრივი სროლის შედეგად დააკავეს. ამჟამად ქალაქ ელიზაბეთში რაჰამის ოჯახის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს.

აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროს ნიუ-იორკში მომხდარ აფეთქებსთან დაკავშირებით 28 წლის აჰმად ხან რაჰამიზე ძებნა ჰქონდა გამოცხადებული. პოლიცია მოსახლეობას აფრთხილებდა, რომ ეჭვმიტანილი სავარაუდოდ შეიარაღებული და საშიშია.

აჰმად ხან რაჰამი წარმოშობით ავღანელი აშშ-ის მოქალაქეა.

მანჰეტენის ჩელსის რაიონში მომხდარი აფეთქების შედეგად 29 ადამიანი დაშავდა. მოგვიანებით, შემთხვევის ადგილის მახლობლად კიდევ ერთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს.

banner
წინა სტატიაშირუსეთში სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტრო იქმნება
შემდეგი სტატიააშშ-ს ავიადარტყმების შედეგად ავრანეთში რვა პოლიციელი დაიღუპა