„ნიუ იორკ თაიმსი“ – ჯო ბაიდენმა დემოკრატი გუბერნატორების შეკრებაზე განაცხადა, რომ სჭირდება მეტი ძილი და ნაკლები მუშაობა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დემოკრატი გუბერნატორების შეკრებაზე განაცხადა, რომ მას სჭირდება მეტი ძილი და ნაკლები მუშაობა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ნიუ იორკ თაიმსი“ შეხვედრის მონაწილე პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

შეხვედრაში მონაწილე პირების თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მან უნდა შეამციროს სამუშაო საათები, მათ შორის, თავი აარიდოს 20:00 საათის შემდეგ აქტივობებს, რადგან მეტი ძილი სჭირდება.

ამასთან, ჯო ბაიდენმა გუბერნატორებს განუცხადა, რომ ის საპრეზიდენტო რბოლაში რჩება.

მანამდე „პოლიტიკომ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეხვედრაზე, რომელიც საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, შეშფოთება გამოითქვა პრეზიდენტის ჯანმრთელობასა და მის პოლიტიკურ სიცოცხლიუნარიანობასთან დაკავშირებით, რა დროსაც ერთ-ერთმა გუბერნატორმა ბაიდენს მისი ფიზიკური ჯანმრთელობის შესახებ ჰკითხა. საპასუხოდ, პრეზიდენტმა ხეზე დაკაკუნებით აღნიშნა, რომ ჯანმრთელად არის.

banner
წინა სტატიაშიანჯეი დუდა – ნატო-ს ქვეყნების, მათ შორის, პოლონეთის პოზიცია მკაფიოა, უკრაინას სამხედრო დახმარებას ვუწევთ, მაგრამ არ ვაგზავნით ჯარისკაცებს
შემდეგი სტატიათამარ ბელქანია: წალენჯიხის მაცხოვრის ტაძარს მეხმა გუმბათის საყრდენი ყელი (პერანგი) დაუზიანა