13.8 C
Tbilisi
შაბათი, აპრილი 18, 2026
banner

„ნიუ იორკ თაიმსი“ – ირანმა სპარსეთის ყურის რეგიონში, სულ მცირე, 17 ამერიკულ ობიექტს დაარტყა

მიმდინარე ომის ფონზე ირანმა სპარსეთის ყურის რეგიონში, სულ მცირე, 17 ამერიკულ ობიექტს დაარტყა და დააზიანა. ძირითადი აქცენტი იყო რადარსა და საკომუნიკაციო სისტემებზე, – ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი“ ავრცელებს ინფორმაციას.

აღნიშნულის შესახებ გამოცემა გადამოწმებულ ვიდეოებზე, ოფიციალურ განცხადებებსა და თანამგზავრული ფოტოების ანალიზზე დაყრდნობით წერს, რომელიც აშშ-ის 11 სამხედრო ობიექტს მოიცავს.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ობიექტების უმეტესობას მიადგა სერიოზული ზიანი და მისი აღდგენა რთული იქნება.

აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ანგარიშში საუბარია, რომ ირანის მნიშვნელოვანმა შესაძლებლობებმა, დაარტყას ამერიკულ ძირითად ობიექტებს, ტრამპის ადმინისტრაციის მოლოდინს გადააჭარბა.

banner
წინა სტატიაშიმენთეშაშვილი სრულ შიმშილობაზეა, კადრები ასახავს არასრული შიმშილობის პერიოდს – ადვოკატი
შემდეგი სტატიააშშ ირანის მოქალაქეებს ჰორმუზის სრუტის მიმდებარე პორტებისგან თავის არიდებისკენ მოუწოდებს