“ნიუ იორკ თაიმსი” ჰილარი კლინტონს უცხადებს მხარდაჭერას

14470753_646623368831187_1265553849_nამერიკული გამოცემა “ნიუ-იორკ თაიმსი” აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე დემოკრატ ჰილარი კლინტონს ღია მხარდაჭერას უცხადებს და სპეციალურ განცხადებას აქვეყნებს…
“ნორმალური არჩევნების დროს, ჩვენ პრეზიდენტობის ორივე კანდიდატს და მათ შესაძლებლობებს ერთმანეთს შევადარებდით. მაგრამ ეს არ არის ნორმალური საარჩევნო წელიწადი. შედარება უაზრო იქნება მაშინ, როცა კანდიდატთაგან ერთ-ერთზე ჩვენ არჩევანი შევაჩერეთ. ჰილარი კლინტონს გააჩნია დიდი გამოცდილება და პრაგმატური იდეები… დონალდ ტრამპი არც საკუთარ თავზე და არც საქმეზე არაფერს გვეუბნება და მხოლოდ მთვარეს და ვარსკვლავებს გვპირდება” – წერია გამოცემის სპეციალური განცხადების ტექსტში.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები 8 ნოემბერს გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიკერიმ რუსეთი შუასაუკუნეების მეთოდების გამოყენებაში დაადანაშაულა
შემდეგი სტატიანარმანიას კიდევ ერთი სკანდალური ,,შედევრი,,