ნიუ იორკ თაიმსი – გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საქართველო 8 ივნისამდე ყველა მაღაზიას, კაფეს ხსნის და საზოგადოებრივ ტრანსპორტს აღადგენს

New York Times-მა ამერიკის მთავრობას იარაღის გაყიდვის შეზღუდვისკენ მოუწოდა

აქართველო 8 ივნისამდე განაახლებს საზოგადოებრივ ტრანსპორტს და გახსნის მაღაზიებს, სავაჭრო ცენტრებსა და კაფე-რესტორნებს, განაცხადა ოთხშაბათს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

გახარიამ განაცხადა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მათ შორის მეტრო, განახლდება 29 მაისს, ხოლო მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები, გადახურული და ღია ცის ქვეშ მდებარე ბაზრები და ღია სივრცეების მქონე რესტორნები 1-ლი ივნისიდან გაიხსნება.

ყველა ტიპის რესტორანი, სასტუმროები და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი 8 ივნისიდან განაახლებს ფუნქციონირებას.

”ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება არსებული შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ, ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკური და სოციალური ინტერესების გათვალისწინებით,” – თქვა გახარიამ და დასძინა, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და მაღაზიებში პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო იქნება.

არ გაიხსნება საცურაო აუზები, სპორტული დარბაზი, თეატრები და ღამის კლუბები.

ოთხშაბათის ინფორმაციით, საქართველოში კორონა ვირუსით ინფიცირების 735 და გარდაცვალების 12 შემთხვევაა დაფიქსირებუ

წყარო

banner
წინა სტატიაშიაშშ რუსეთს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიაეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის უკანონო ნაბიჯებთან დაკავშირებით იმსჯელეს