ნიშნიანიძე ტრაგედიას ვერ ხედავს თუ საქართველო ვიზალიბერალიზაციას ახალ წლამდე მიიღებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძე ტრაგედიას ვერ ხედავს თუ საქართველო ვიზალიბერალიზაციას ახალ წლამდე მიიღებს. ნიშნიანიძის თქმით, ვიზალიბერალიზაციისთვის საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რასაც დასავლეთის მაღალი რანგის ლიდერებიც ადასტურებენ, თუმცა , ევროპას აქვს გარკვეული პრობლემები და შეიძლება საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხმა გადაიწიოს.

„ჩვენ შევასრულეთ ჩვენი პირობა. ევროპას თავისი საშინაო პრობლემები, ბუნებრივია, გააჩნია. სიმართლე გითხრათ, ქვეყნის შიგნითაც არიან მსურველები ვიზალიბერალიზაცია არ მივიღოთ და ამით გაიხარონ. ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ თავიანთი ლობისტური კომპანიების საშუალებით მიაღწიონ ამას“, – განაცხადა ომარ ნიშნიაძემ. მისივე თქმით, ეს პროცესი შესაძლოა არჩევნებამდეც მოხდეს, თუმცა ტრაგედია არც ის იქნება ახალ წლამდე მივიღოთ ვიზალიბერალიზაცია.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალურმა მოძრაობამ” ვაკის რაიონში დეპუტატობის კანდიდატად პეტრე ცისკარიშვილი წარადგინა
შემდეგი სტატიაწალენჯიხის გამგეობა გზის შესაკეთებელ სახსრებს ვერ პოულობს