ნიშნავს თუ არა წარმატებას თქვენი მმართველობის პირველსავე წელს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის 700 მილიონით გარღვევას?!

ზურაბ მელიქიშვილი: როდესაც მთავრობა არ ენახვება ხალხს ხალხი დაენახვება მას 21 მარტს.

ზურაბ მელიქიშვილი: როდესაც მთავრობა არ ენახვება ხალხს ხალხი დაენახვება მას 21 მარტს.“ქართული ოცნების” მმართველობის სამარკო ნიშანი გახდა პირების თანამდებობიდან გათავისუფლება და წარმატებებზე საუბარი. მაინტერესებს რას ნიშნავს თქვენთვის სიტყვა წარმატების გაგება?” – ამ შეკითხვით მიმართა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ზურაბ მელიქიშვილმა პრემიერობის კანდიდატ გიორგი კვირიკაშვილს.

“ნიშნავს თუ არა წარმატებას თქვენი მმართველობის პირველსავე წელს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის 700 მილიონით გარღვევას?! შემოსავლების დაკარგვა?! ნიშნავს თუ არა წარმატებას, 2014 წლის ბიუჯეტის ფურცელზე გადარჩენის მიზნით ლარზე მეტი ტვირთვის აკიდებას?! 530 ათასი ადამიანის, ვისაც კრედიტი აქვს, მდგოამრეობის გაუარესებას?! ნიშნავს თუა რა 700 ათასი პენსიონერისთვის, პენსიის გაუფასურება წარმატებას?! ნიშნავს თუ არა წარმატებას, 2015 წლის პირველი 2 კვარტლის მთლიანი შიდა პროდუქტი 940 მილიონი დოლარით შემცირებულია ვიდრე 2014 წლის იგივე პერიოდი?! არის თუ არა წარმატება ის, რომ სოფლის მეურნეობისა და ენერგეტიკის სფეროებში ინვესტიციები შემცირებულია?!

თქვენივე ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ეკონომიკა მცირდება. 2016 წლის პროგნოზი, რაც პარლამენტმა დაამტკიცა, დაახლოებით მილიარ 600 მილიონით ნაკლებია 2012 წელთან შედარებით. “

banner
წინა სტატიაში“მაინტერესებს რატომ არ იხსნება ბარბარე რაფალიანცის მკვლელობა, ეროსი კიწმარიშვილის საქმე? “
შემდეგი სტატია,,მზად ვარ, მოვიყვანო ზაზა ჭაია, ჩვენება მაინც მოგვცეს“ – მღებრიშვილი ბარბარე რაფალიანცის საქმეზე