21.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 5, 2026
banner

ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი ისაია: მე საქართველოს ნგრევაში მონაწილეობა არ მიმიღია, ამიტომ მგონია, რომ მე არც აფხაზებთან მაქვს ბოდიში მოსახდელი და არც ოსებთან

მთლიანობაში მგონია, რომ მე საქართველოს ნგრევაში მონაწილეობა არ მიმიღია, ამიტომ მგონია, რომ მე არც აფხაზებთან მაქვს ბოდიში მოსახდელი და არც ოსებთან,- განაცხადა ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტმა ისაიამ იაგო ხვიჩიას გადაცემაში “საქართველოს დაბადება”.

,,არავისთვის ცუდი მე არ მდომებია და არავინ არ მილანძღია. ადამიანურად შეიძლება რაღაცაზე გაბრაზებული ვიყავი, როგორც ადამიანი, მაგრამ დამეტოვებინა ეს და ვიღაცის მტერი გავმხდარიყავი – ეს არ მქონია, არავის მტერი არ ვარ. ქრისტიანობა რა არის, რომ სავლე გახდა პავლე – ადამიანი, რომელიც დევნიდა ქრისტიანობას, გახდა მისი მქადაგებელი – ეს აქვს ქრისტიანობას, ამისთვის არის მოწოდებული ყოველი ადამინი,”- განაცხადა მიტროპოლიტმა ისაიამ.

banner
წინა სტატიაშისირიაში მდებარე რუსეთის სამხედრო ბაზებს სირია გააკონტროლებს
შემდეგი სტატიაწალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ სქურში ახალგაზრდა მამაკაცს ამ წუთებში სამაშველო სამსახური ეძებს