„ნიქოზის’’ ამბულატორიის დირექტორი – პრემიერთან ერთად პრობლემის გადაჭრის გზები განვიხილეთ

მთავრობის მეთაურისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ, მედიასთან კომენტარი შპს „ნიქოზის’’ ამბულატორიის დირექტორმა გააკეთა. ნიკოლოზ ძამუკაშვილის თქმით, ექიმებმა გიორგი გახარიას ჯანდაცვის მიმართულებით არსებულ პრობლემებზე მიაწოდეს ინფორმაცია.

„დღევანდელ შეხვედრაზე სამედიცინო პერსონალმა იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე ისაუბრა, რაც ჯანდაცვის მიმართულებით არსებობს. პრემიერ-მინისტრი პრობლემების გადაჭრის გზებზე გვესაუბრა. მე, როგორც საზღვრისპირა რეგიონის სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენელი, ვისაუბრე საზღვრისპირა სოფლების პრობლემებზე. ვისაუბრე ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე, კადრების დეფიციტზე. ასევე არის ინტერნეტიზაციის პრობლემა. ეს მნიშვნელოვანია, რათა ფეხი ავუწყოთ სამედიცინო სფეროში დაგეგმილ რეფორმებს, რაც ელექტრონული სამედიცინო ისტორიების წარმოებას გულისხმობს“, – განაცხადა ნიკოლოზ ძამუკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიექიმი თამარ ბრეგვაძე პრემიერთან შეხვედრის შემდეგ – ეს იყო შეხვედრა არა მხოლოდ დაპირებებისთვის, არამედ რეალური პრობლემების გაზიარებისთვის
შემდეგი სტატიასაგარეო საქმეთა სამინისტრო – სოფელ ატოცში საოკუპაციო ძალების ქმედება წარმოადგენს პროვოკაციას