ნიქაბის და ბურკის აკრძალვა – ემზარ კვიციანი სახალხო დამცველისგან კანონპროექტის გაკრიტიკების გამო განმარტებებს ითხოვს

ნიქაბისა და ბურკის აკრძალვის მოთხოვნა – დეპუტატი ემზარ კვიციანი ომბუდსმენისგან კანონპროექტთან დაკავშირებით გამოთქმული წინააღმდეგობის განმარტებას ითხოვს.

პარლამენტის ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრის, ემზარ კვიციანისთვის გაუგებარია სახალხო დამცველის პოზიცია, რადგან დეპუტატის განმარტებით, თავად მუსლიმები არ წავიდნენ აღნიშნული კანონპროექტის წინააღმდეგ.

„ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში განიხილებოდა ჩემ მიერ ინიცირებული კანონპროექტი ნიქაბისა და ბურკის აკრძალვაზე. წარმოდგენილი იყვნენ აქ მუსლიმები, შეიხიც იყო, მუფტიც იყო და იმათ პირდაპირ ხაზგასმით თქვეს, რომ არანაირი დისკრიმინაცია არ არის ეს ჩვენი ქალბატონების, ჩვენ არ გვაქვს ასეთი კანონი, რომ დაფარული ჰქონდეს სახე ქალბატონს. თვითონ მუსლიმები არ წავიდნენ წინააღმდეგი, მხარი დაგვიჭირეს ამ კანონზე, რომელიც უსაფრთხოებისთვის საჭიროა ჩვენი ქვეყნისთვის. თქვენმა სამინისტრომ, თქვენმა სამსახურმა ძალიან წინააღმდეგ წავიდა ჩვენი და მაინტერესებს თქვენი აზრი,“ – აცხადებს ემზარ კვიციანი.

სახალხო დამცველმა დეპუტატის პასუხად განმარტა, რომ გაეროს თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მუსლიმ ქალებს აეკრძალებოდათ ჩადრით გადაადგილება, ისინი უფრო რთულ ვითარებაში აღმოჩნდებოდნენ და მათ წინააღმდეგ დისკრიმინაციის მეტი ნიშანი გამოიკვეთებოდა.

banner
წინა სტატიაშიქუთაისის მერი-კომპანიას, რომელმაც თეთრი ხიდის რეაბილიტაცია არ დაასრულა, 190 ათასამდე ლარი დაუქვითეს
შემდეგი სტატია“სამოქალაქო მოძრაობა” საპენსიო სააგენტოს შეკითხვებით მიმართავს