ნინოწმინდის პანსიონში ზეწოლის ახალი ფაქტები

ყველა იმ პირის მიმართ ვინც ნინოწმინდის პანსიონში არსებული უმძიმესი ფაქტების შესახებ საჯაროდ ალაპარაკდა, ზეწოლა დაიყო. ერთ ერთი პირველი ვინც საკუთარ თავზე გამოსცადა სასულიერო პირების რევანში ლუკა ხაჩიძეა.

პოლიციაში ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის შესახებ მიცემული ჩვენების შემდეგ, ის საპატრიარქოს სასწავლებლის საერთო საცხოვრებლიდან უბრალოდ გააგდეს. ლუკა ხაჩიძემ გასული ღამე ღია ცის ქვეშ გაათენა, შემდეგ სახალხო დამცველს დაუკავშირდა და მასზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ უამბო.

ომბუდსმენის განცხადებით, აშანტაჟებენ ყველას, ვინც ნინოწმინდის პანსიონატში წლების განმავლობაში არსებული ძალადობის ფაქტების შესახებ გამოძიებასთან თანამშრომლობს.

გამოძიება კი ისევ დუმს. სახალხო დამცველი და სამოქალაქო სექტორი მოწმეებზე ზეწოლის შეწყვეტას და სახელმწიფოსგან მათ დაცვის გარანტიებს ითხოვს.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიხაბეიშვილი ღარიბაშვილზე: ამას ნორმალურ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი არ განაცხადებს
შემდეგი სტატიაბაიდენმა ტრამპის შეზღუდვა WeChat-სა და TikTok-თან დაკავშირებით მოხსნა