ნინოწმინდის პანსიონში ხელმძღვანელის უფლებამოსილების გადაბარება დაიწყო

მას შემდეგ, რაც მეუფე სპირიდონი, მეუფე იაკობმა შეცვალა, ნინოწმინდის პანსიონში გადაბარების პროცესი მიმდინარეობს. პანსიონში საპატრიარქოს წარმომადგენლები იმყოფებიან. ადგილზეა პანსიონის ახალი ხელმძღვანელიც.

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ პანსიონის ახალ ხელმძღვანელთან აქტიურ თანამშრომლობას აპირებენ.

„რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტრო გააგრძელებს საპატრიარქოსთან ამ მიმართულებით მუშაობას. ასეთი გადაწყვეტილებები სპონტანურად ვერ მიიღება. ამას სჭირდება მომზადება და შესაფერისი დაგეგმვა, რათა, ბავშვების საუკეთესო ინტერესების დაცვით, უსაფრთხოდ, ისინი გადავიდნენ სხვა დაწესებულებებში რა თქმა უნდა, ახალი ხელმძღვანელობის პირობებში, იმის შესაძლებლობა, რომ ეს მოლაპარაკებები კიდევ უფრო ეფექტიანად გაგრძელდეს, იზრდება. ამდენად, ჩვენ, ამ მიმართულებით, მუშაობას ვაგრძელებთ“, – აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი კელი დეგნანსა და კარლ ჰარცელს შეხვდა
შემდეგი სტატიაუცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 ივნისისთვის