ნინოწმინდის ბავშვებისთვის – პარლამენტთან აქცია დაანონსდა

ნინოწმინდის ბავშვებისთვის – 13 ივნისს პარლამენტთან აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, პარლამენტთან სიმბოლურად იმ პეტიციას დატოვებენ, რომელსაც 1-ლ ივნისს ხელი მოაწერეს.

აქტივისტები სახელმიწიფოსგან მოითხოვენ:

  • დაუყონებლივ შეუშვან სახალხო დამცველი პანსიონში. ასევე, ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში და ბავშვთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები (40 ხელისმომწერი ორგანიზაცია)
  • მოხდეს ყველა ბავშვის გამოყვანა პანსიონიდან.
  • დაიხუროს დიდი ზომის ბავშვთა სახლები და უპირველეს ყოვლისა, ნინოწმინდის ბავშვთა სახლი.

    “ნინოწმინდის პანსიონში ისევ რჩება 28 ბავშვი. სახელმწიფომ არ შეასრულა არც გაეროს ბავშვთა დაცვის კომიტეტის მოთხოვნა და არც თბილისის საქალაქო სასამართლოს დროებითი განჩინება, რომელშიც მოსამართლე გარკვევით მოითხოვს, დაუყონებლივ მოხდეს ყველა ბავშვის პანსიონიდან გაყვანა. ამის ნაცვლად, ბოლო დღეებია ვხედავთ საშინელ ზეწოლას საპატრიარქოს მხრიდან, როგორც ყოფილ, ისე ამჟამინდელ ბენეფიციარებზე. იქ დარჩენილი ბავშვებისთვის, მიმდინარე ქაოსური პროცესი არის საშინელი ფსიქოლოგიური წნეხი”,- ნათქვამია განცხადებაში.

აქციას ასევე უერთდებიან:

ქალთა მოძრაობა
სირცხვილია
Tbilisi Pride
ფონდი ფემინა/Femina Fund

 

banner
წინა სტატიაშირუსეთი ფედერაციის აქტივების 40% ეკუთვნის 500 ყველაზე მდიდარს
შემდეგი სტატიათამარ კორძაიამ საკონსტიტუციო სასამართლოდან სარჩელი გაიწვია