ნინოწმინდაში ორი პირის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ორი პირის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულ გ.მ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ „თაიმერს“ მთავარი პროკურატურიდან აცნობეს. უწყების ცნობით სამართალდამცველებმა გ.მ. 2018 წლის 11 აგვისტოს ცხელ კვალზე დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 10 აგვისტოს, ღამის საათებში, ნინოწმინდის რაიონის სოფელ სათხაში, გ.მ-მ შელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული ჩხუბის დროს პ.მ.-ს საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ხოლო ს.პ.-ს სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოკვლის მიზნით, დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც პ.მ. და ს.პ. ადგილზე გარდაიცვალნენ.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას განაგრძობს შინაგან საქმეთა სამინისტრო. გ.მ.-სთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტობის კანდიდატებმა ცესკოში რეგისტრაცია არაუგვიანეს 8 სექტემბრისა უნდა გაიარონ
შემდეგი სტატია,,ივანიშვილს იმედი აქვს, რომ ზურაბიშვილის მეშვეობით მიაღწევს მის წინააღმდეგ საფრანგეთში დაწყებული სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას”