ნინოწმინდაში ერთმანეთს ადგილობრივები და მწყემსები დაუპირისპირდნენ, დააკავებულია 11 ადამიანი

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტ სოფელ თორიაში ერთმანეთს ადგილობრივები და მწყემსები დაუპირისპირდნენ. შემთხვევის შედეგად, ორივე მხრიდან, დაკავებულია 11 ადამიანი. გარდა ამისა, არიან დაშავებულებიც, რომლებიც საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირების მიზეზი საძოვრები გახდა. კერძოდ, მომთაბარე მწყემსების ასობით ცხვარი სოფელ თორიაში ბალახობდა, რამაც ადგილობრივების პროტესტი გამოიწვია. მათი თქმით, სოფლის პირუტყვი საკვების გარეშე რჩებოდა.

შსს-ს ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა და 225-ე მუხლებით დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიშატილის გზაზე, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ
შემდეგი სტატია“ბრალდების მხარემ დაასაბუთა გარემოება, რის გამოც სასამართლომ შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11-ვე პირი პატიმრობაში დატოვა”