ნინო ჟვანია ბექა ბასილაიას – მიდი იშიმშილე

ზურაბ ჟვანიას მეუღლე, ნინო ქადაგიძე-ჟვანია აცხადებს, რომ ადამიანი, რომელიც დღეს გახარიას გადადგომის მოთხოვნით შიმშილობს, ჟვანიას მკვლელობის საქმეზე ნაციონალების ადვოკატი იყო. ამის შესახებ ნინო ჟვანიამ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა.

„ზურას სასამართლოზე ნაცების უტიფარი ადვოკატი მოშიმშილეა“,-წერს ყოფილი პრემიერის, ზურაბ ჟვანიას მეუღლე.

აღნიშნულ პოსტს თავად მოშიმშილე, ადვოკატი ბექა ბასილაია გამოეხმაურა და კომენტარში განაცხადა, რომ ამაყია, რადგან ჟვანიას მკვლელობაზე სპეკულაციებს სწორედ მისი მონაწილეობით დაესვა წერტილი. დაინტერესებულ პირებს კი, ურჩია, უარგუმენტო საუბრის ნაცვლად, საქმის მასალებს გაეცნონ.

„მოვისმინე მე შენი არგუმენტები სასამართლოზე, მიდი იშიმშილე“-უპასუხა ნინო ჟვანიამ.

banner
წინა სტატიაშითხოულობენ ახალ პირობებს და ეს პირობები არც ისე ადვილია მოიპოვო-პატრიარქი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა
შემდეგი სტატიათედო ისაკაძე: პოლიციის შეფის გადადგომის მოთხოვნა ამ სექტის აპრობირებული მეთოდია ე. წ. ვარდების რევოლუციისას და მიზნად ისახავს სამართალდამცავების დემორალიზაციას