ჟურნალისტი და “ფორმულას” წამყვანი ნინო ჟიჟილაშვილი წერს, რომ ვარშავას აეროპორტში ჰკითხეს, თანამშრომლობდა თუ არა “ქართულ ოცნებასთან”. მისივე თქმით, “არა” აღმოჩნდა ის პასუხი, რომლის შემდეგაც ევროკავშირში შეუშვეს.
“თანამშრომლობ თუ არა საქართველოს მთავრობასთან? ქართულ ოცნებასთან?
არა – აღმოჩნდა ის სწორი პასუხი, რომლის შემდეგაც ევროკავშირში შემიშვეს” – წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.
















