ნინო ზამბახიძე – ეს ის შემთხვევაა,როდესაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მთავრობას მადლობა უნდა უთხრა

იშვიათად ვარ კმაყოფილი სახელმწიფოს მიერ განხორციელებული პროგრამებით, თუმცა ეს ის შემთხვევაა,როდესაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მთავრობას მადლობა უნდა უთხრა, – ამის შესახებ საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე, სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ნინო ზამბახიძე წერს, ანტიკრიზისულ გეგმაში გათვალისწინებულია ის საკითხები, რომელიც ფერმერებს აწუხებდა და ასევე ფერმერთა ასოციაციის კვლევაში იყო წარმოდგენილი.

„იშვიათად ვარ კმაყოფილი სახელმწიფოს მიერ განხორციელებული პროგრამებით, თუმცა ეს ის შემთხვევაა,როდესაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მთავრობას მადლობა უნდა უთხრა! ანტიკრიზისულ გეგმაში გათვალისწინებულია ის საკითხები, რომელიც ფერმერებს აწუხებდა და ასევე ფერმერთა ასოციაციის კვლევაში იყო წარმოდგენილი.

თითოეული ფერმერი, რომელსაც აქვს დარეგისტრირებული მიწა, 1 ჰექტარზე მიიღებს დახმარებას სახელმწიფოსგან 200 ლარის სუბსიდირებით; ყოველი ფერმერი 1 ჰექტარზე მიიღებს 150 ლიტრ დიზელის საწვავს, რომელიც გარანტირებულად იქნება საბაზრო ფასზე ერთი ლარით იაფი; ფერმერები სრულად გათავისუფლდება საირიგაციო საფასურისგან ანუ სარწყავი წყალი ექნებათ უფასოდ 2020 წლის განმავლობაში; 50 % გრანტს მიიღებენ ტექნიკაზე; გაგრძდება ხელშეწყობა, სამაცივრე შემნახველ და გადამამუშავებლებზე; დაფინანსდება სარწყავი სისტემები და სასათბურე მეურნეობები. ეს არასრული ჩამონათვალია ანტიკრიზისული გეგმის”, – წერს ნინო ზამბახიძე.

banner
წინა სტატიაშილეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციური პარტიების კონსულტაციები ხვალიდან განახლდება
შემდეგი სტატიახულორდავა: “ქართულ ოცნებას” შესაძლოა ჰგონია, რომ ბოლო პერიოდში პოზიციები გაიძლიერა და კომპრომისზე წასვლა აღარ სჭირდება