ნინო ვიბლიანმა ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე ნინო ვიბლიანი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია და ზუგდიდის თვითმმართველობის წარმომადგენლები შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ.

ღონისძიება უნივერსიტეტთან არსებულმა ანსამბლმა “დავლათმა” გახსნა, რომელიც მსოფლიო ნაციონალური ცეკვების კონკურს-ფესტივალის გამარჯვებულია.

ნინო ვიბლიანმა უნივერსიტეტს წარმატებული სასწავლო წელი და მრავალი ინოვაციური პროექტის განხორციელება უსურვა. სასწავლებლის რექტორმა გასული წლების მიღწევებზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა ამავე უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული პროფესიული სასწავლებლის განვითარებისათვის ხელშეწყობის მნიშვნელობა

banner
წინა სტატიაში„ნაციონალურ მოძრაობასთან“ ისევეა ახლოს ევროპა და ნატო, როგორც კრიალოსანი ვირთან
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი: ამ ყველაფერს მე ვერ შევაფასებ, შეაფასებს ამომრჩეველი 28 ოქტომბერს